Climate VS Weather Russian - English integrated mini project
მინი პროექტის გეგმა თემა : Weather vs Climate კლასი : VII საგნები : ინგლისური ენა , რუსული ენა ( ინტეგრირებული სწავლება ) კავშირი : მდგრადი განვითარება ( გარემოს დაცვა , კლიმატის ცვლილება ) ხანგრძლივობა : 2–3 გაკვეთილი ( ჩატარდა აპრილის თვეში,2026.წ) მასწავლებლები: თამრი კეკელია ( ინგლისური ენა); მარინა სხირტლაძე (რუსული ენა) პროექტის მიზანი : მოსწავლეები : გაარჩევენ ამინდსა (weather) და კლიმატს (climate) შორის განსხვავებას ; შეისწავლიან ამინდთან და სეზონებთან დაკავშირებულ ლექსიკას ინგლისურ და რუსულ ენებზე ; განივითარებენ კომუნიკაციურ , თანამშრომლობით და პრეზენტაციის უნარებს ; გააცნობიერებენ კლიმატის ცვლილების მნიშვნელობას და მის გავლენას გარემოზე ( მდგრადი განვითარება ). ძირითადი აქტივობები : 1. შესავალი აქტივობა (Whole class) დისკუსია : რა არის ამინდი ? რა არის კლიმატი ? მარტივი მაგალითების განხილვა ვიდეო / სურათების გამოყენება ( თუ შესაძლებელია ) შედეგი : მოსწავლეები გა...